პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი – 20 ივნისს იყო რევოლუციის მცდელობა, ძალადობა, მაგრამ კითხვა არსებობს რეზინის ტყვიების გამოყენებაზე, სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია გავითვალისწინეთ და გამოძიება დაიწყო

20 ივნისს ძალადობა და შტურმი იყო, ეს ძალადობა და რევოლუციის მცდელობა ნამდვილად იყო, მაგრამ კითხვა არსებობს რეზინის ტყვიების გამოყენებაზე. სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია გავითვალისწინეთ და გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, ეს ღონისძიება ჩასატარებელი იყო, რადგან პარლამენტზე შტურმი იყო, თუმცა კითხვებია გარკვეულ მოქმედებებზე.

„20 ივნისს პარლამენტზე შტურმი და ძალადობა იყო, რაც სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, თუმცა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რეკომენდაცია გასცა ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით. რამდენიმე კითხვა იყო, რის თაობაზეც საგამოძიებო უწყება დაინტერესდა, რამდენად იყო საჭირო რეზინის ტყვიების გამოყენება. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ 20 ივნისს ძალადობა და შტურმი იყო. ეს ძალადობა და რევოლუციის მცდელობა ნამდვილად იყო, მაგრამ კითხვა არსებობს რეზინის ტყვიების გამოყენებაზე. სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია გავითვალისწინეთ და გამოძიება დაიწყო. ეს ღონისძიება ჩასატარებელი იყო, რადგან პარლამენტზე შტურმი იყო, თუმცა კითხვებია გარკვეულ მოქმედებებზე. ვალდებული ვართ, სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია გავითვალისწინოთ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა