პოლიტიკა

„თვეზე მეტია სრულყოფილი სამედიცინო გამოკვლევა არ ჩასტარებია – გიული ალასანია შვილზე 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც გუშინ კლინიკა “ვივამედიდან” რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს, ერთ თვეზე მეტია სრულყოფილი სამედიცინო გამოკვლევა არ ჩასტარებია.

მიხეილ სააკაშვილის დედის განცხადებით, მის გადაყვანასთან დაკავშირებით ოჯახი ინფორმირებული არ იყო.

„არავითარი, არც იმ ექიმებმა არ იცოდნენ, ძალიან მოულოდნელი იყო. ზუსტად ისე, როგორც ყველაფერი დანარჩენი მოხდა, საერთოდ რატომ აღმოჩნდა ციხეში, რატომ უმძიმებენ, ყოველდღე რაღაცას ამატებენ კიდე, ყველაფერი ზუსტად ისე ხდება. ყველაფერი ერთად არის, ეს ხომ პოლიტიკურ პლატფორმაზე დგომაა, ჩემი შვილი ყოველთვის საქართველოსთვის იბრძოდა…

საკმარისად დიდი დრო გავიდა სხვათა შორის [მას შემდეგ, რაც ბოლო კვლევები ჩაუტარეს]. [ერთ თვეზე] მეტი, ჯგუფი ჩამოდიოდა ხოლმე, შემოდიოდა ხოლმე ამჯერად მსგავსი არაფერი მომხდარა და არ ვიცი, რის საფუძველზე.არავითარი საერთოდ, არაფერი ინფორმაცია არ მქონდა,” – ამბობს გიული ალასანია. 

ცნობისთვის, გუშინ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში დააბრუნეს. ექსპრეზიდენტთან ციხეში დღეს, დილით ადვოკატები შევიდნენ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა