თანხის შემოტანა საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საკმაოდ ადვილია, უბრალოდ უნდა მოახსენო ქართველ ხალხს რა თანხაა და სად რა პროექტებზე იხარჯება, მაგრამ თვითონ გეგმა, მიზანი არის იმდენად ბნელი, რომ ამის გაკეთება არ უნდათ, – განუცხადა „ქრონიკას“ „იმედის კვირის“ ექსკლუზივთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.
საქმე ეხება ანტიქართული ქსელს, რომელიც მედიის საფარქვეშ მოქმედებს და ემსახურება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს საქართველოს წინააღმდეგ.
გიორგი ვოლსკის თქმით, სამწუხაროდ, ეს კეთდება როგორც წესი თავად ქართველების მიერ, ქართველების ხელით.
„თანხის შემოტანა საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საკმაოდ ადვილია, უბრალოდ უნდა მოახსენო ქართველ ხალხს რა თანხაა და სად რა პროექტებზე იხარჯება, მაგრამ თვითონ გეგმა, მიზანი არის იმდენად ბნელი, რომ ამის გაკეთება არ უნდათ.
შესაბამისად, იქმნება ქსელი, სადაც შემოაქვთ თანხა. სამწუხაროდ, ეს კეთდება როგორც წესი თავად ქართველების მიერ, ქართველების ხელით. ასეთი საკმაოდ ცნობილი ადამიანებიც შეგვიძლია დავასახელოთ, მათი გვარები და არსებობს კიდევ ონლაინ მედიის მთელი ქსელი, რომელიც ინტენსიურად მუშაობს ამ პროპაგანდისტულ ფრონტზე“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.











