პოლიტიკა

ზაქარია წიკლაური: Eagle Hills დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი ინვესტიციაა, რომლის წინააღმდეგიც არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები

თბილისის საკრებულოს ქვემო სამგორის მაჟორიტარი ზაქარია წიკლაური Eagle Hills-ის ინვესტიციას მედიასთან ეხმიანება.

„რადიკალური ოპოზიციის ინტერესში არ შედის ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ამ დონის ინვესტიციის მოზიდვა, რადგან მათი მიზანი არ არის ქვეყნის განვითარება და ეკონომიკური წინსვლა“- განაცხადა ზაქარია წიკლაურმა და განმარტა, რომ Eagle Hills-ის პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი ინვესტიციაა, რასაც უამრავი სიკეთე მოჰყვება.

„რადიკალების მხრიდან კვლავ მიმდინარეობს Eagle Hills-ის საწინააღმდეგო კამპანია. მათ არ აინტერესებთ ის სიკეთე, რაც შეიძლება მოიტანოს Eagle Hills-ის ინვესტიციამ და ამის გადაფარვა უნდათ. პირველ რიგში, მინდა შევეხო იმ სიკეთეებს, რაც შეიძლება ამ პროექტმა მოიტანოს. ამ საკითხზე არაერთხელ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა, თუმცა თქვენი ეთერის საშუალებით მინდა საზოგადოებას მივაწოდო დეტალური ინფორმაცია ამ ინვესტიციასთან დაკავშირებით. ეს პროექტი არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტიცია – 6.5 მლრდ შემოვა ქვეყანაში და ამის შედეგად ჩვენი ეკონომიკა დასტაბილურდება, შეიქმნება ათობით ათასი სამუშაო ადგილი. დასაქმების პრობლემაზე ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე და სწორედ ამ პროექტის საშუალებით მოვაგვარებთ ამ პრობლემას. შეიქმნება ასევე ეკონომიკური კეთილდღეობა და აუცილებლად გაჩნდება ტურისტული მიზიდულობის ცენტრების ახალი კერები – მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მივიზიდავთ უამრავ ტურისტს და ესეც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას.

რადიკალური ოპოზიციის ინტერესში არ შედის ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ამ დონის ინვესტიციის მოზიდვა, რადგან მათი მიზანი არ არის ქვეყნის განვითარება და ეკონომიკური წინსვლა. ხან არაბული ქალაქის და ხან მეჩეთის მშენებლობას გვაბრალებენ, ათას სენსიტიურ საკითხს იგონებენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, მაგრამ საზოგადოება ყველაფერს სწორად აფასებს. მინდა მივმართო რადიკალურ ოპოზიციას – დაანებონ თავი რადიკალურ ქმედებებს. წლების განმავლობაში, მათ უკან არ დაუხევიათ, ზიანი მოაქვთ ამ ქვეყნისთვის და დღესაც აგრძელებენ ამ მსხვილი ინვესტიციის დაკნინების მცდელობას. უნდათ გადაფარონ ეს მსხვილი ინვესტიცია და საზოგადოებას არ მისცენ შესაძლებლობა, რომ გაიგოს რას ვაკეთებთ და რა კეთილდღეობის მომტანი იქნება ეს მსხვილი პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი ინვესტიციაა, რომლის წინააღმდეგიც არიან ამ ქვეყნის მოქალაქე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები,“- განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა