საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ნიკა მელიას პასუხობს – საუბარია “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ მისთვის მიხეილ სააკაშვილი წითელი ხაზია და საქართველოს მესამე პრეზიდენტთან თანამშრომლობას არ აპირებს.
“როცა საჯარო სივრცეში საუბარს იწყებენ “მე არც ნაცი ვარ და არც ქოცი” სჯობს დაამატონ “მე ვარ იდიოტი” – დაწერა სააკაშვილმა.
ნამდვილად არ ვფიქრობ რომ ადამიანი ან “ნაცი” უნდა იყოს ან “ქოცი”, საზოგადოების დიდი უმრავლესობა არცერთი არაა და ეს ნორმალურია.
მაგრამ როცა საჯარო სივრცეში საუბარს იწყებენ “მე არც ნაცი ვარ და არც ქოცი” სჯობს დაამატონ “მე ვარ იდიოტი” – “არც ნაცი არც ქოცი” არის ივანიშვილის სასარგებლო იდიოტების მთავარი ლოზუნგი.
Facebook Comments Box











