ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას სკანდალურ აღიარებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „უსამშობლოებს ახასიათებთ საინტერესო წამოცდენები – თინა ბოკუჩავამ იცის თუ როდის დაუბრუნებენ მიტაცებულ თანხებს ბიძინა ივანიშვილს, დასავლეთში, რომელიღაც დერეფანში ეტყოდნენ და ამ პოლიტიკანმა გათქვა მისი მეთოჯინეები.
“ როგორც აბაშიძე აღნიშნავს, “დიპ სტეიტის” სავალალოდ უნდა ითქვას, რომ მიზანს ვერასდროს მიაღწევენ – ივანიშვილების ოჯახის ქონება ქართულ ინტერესებზე არ იცვლება! ჩვენი ხელისუფლება არავის ვასალი არ იქნება! ჩვენი საზოგადოება მტრების შანტაჟს არასოდეს დაექვემდებარება. „უსამშობლოებს ახასიათებთ საინტერესო წამოცდენები – თინა ბოკუჩავამ იცის თუ როდის დაუბრუნებენ მიტაცებულ თანხებს ბიძინა ივანიშვილს, დასავლეთში, რომელიღაც დერეფანში ეტყოდნენ და ამ პოლიტიკანმა გათქვა მისი მეთოჯინეები. “დიპ სტეიტის” სავალალოდ უნდა ითქვას, რომ მიზანს ვერასდროს მიაღწევენ – ივანიშვილების ოჯახის ქონება ქართულ ინტერესებზე არ იცვლება! ჩვენი ხელისუფლება არავის ვასალი არ იქნება! ჩვენი საზოგადოება მტრების შანტაჟს არასოდეს დაექვემდებარება! უცხოელი ავისმოსურნეების საქართველოში წარუმატებლობის მთავარი მიზეზებია: – არ იცნობენ ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის რეალურ განწყობებს; – მუდმივად წარუმატებელი ფსონები აქვთ დადებული საზოგადოებრივ-პოლიტიკურად კეთროვან ნაცმარგინალებზე. სკანდალურ აღიარებაში “ნაცების” თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი, “კრედიტ სუისის“ მიერ მითვისებულ კუთვნილ თანხას იმ შემთხვევაში დაიბრუნებს, “თუ ის საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნებს ქვეყანას“. – წერს აბაშიძე.











