პოლიტიკა

სკანდალური აღიარება! ბოკუჩავას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი „კრედიტ სუისის“ მიერ მითვისებულ თანხას მაშინ დაიბრუნებს, „თუ მოქალაქეებს დაუბრუნებს ქვეყანას” – „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე აღიარებს, რომ ფული შანტაჟის იარაღად გამოიყენება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას სკანდალური აღიარება – როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ბოკუჩავამ განაცხადა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, „უნდა ესმოდეს, რომ ის ამ მილიარდ დოლარს დაიბრუნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნებს ქვეყანას, საქართველოს დააბრუნებს ევროატლანტიკური განვითარების გზაზე და ამ ქვეყანას დაუბრუნებს სიმშვიდეს“.

როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილმა ლონდონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, „კრედიტ სუისთან“ დავა მოიგო, თუმცა, მისი ადვოკატის წერილით ირკვევა, რომ ივანიშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ მას „დიპ სტეიტი“ კუთვნილი აქტივის განკარგვის საშუალებას გამარჯვების შემდეგ მაინც მისცემს, რაც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმაც დაადასტურა.

მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის აქტივებს პოლიტიკასთან არავითარი შეხება არ აქვს, ამასთან, ბოლო ინსტანციის სასამართლომაც დაადასტურა, რომ შვეიცარიულმა ბანკმა მისი თანხა მიითვისა და ბანკისგან ბიძინა ივანიშვილისთვის ზარალის ანაზღაურება მოითხოვა, ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ ღიად განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი დაიბრუნებს თანხას, „მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნებს ქვეყანას“. თინა ბოკუჩავა, ამ განცხადებით პირდაპირ აღიარებს, რომ ბანკის მიერ ნაძარცვი თანხა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა