უცხოური მედია

ფინეთის პრეზიდენტი: “მსურველთა კოალიცია” შეთანხმდა, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა შევინარჩუნოთ და უკრაინის მხარდაჭერა გავაგრძელოთ

“მსურველთა კოალიცია” შეთანხმდა, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა შევინარჩუნოთ და უკრაინის მხარდაჭერა გავაგრძელოთ. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი სოციალურ ქსელში წერს.

სტუბი მადლობას უხდის თურქეთის პრეზიდენტს და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ჩართულობისთვის.

“უკრაინის მხარდამჭერი “მსურველთა კოალიცია” დღეს შეიკრიბა.

მაგიდასთან ყველა შეთანხმდა, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა შევინარჩუნოთ და უკრაინის მხარდაჭერა გავაგრძელოთ.

მადლობა რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მარკო რუბიოს შეხვედრაში თქვენი შეფასებებისთვის. ერთად ვაღწევთ მყარ მშვიდობისკენ გზაზე პროგრესს”,-წერს სტუბი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა