უცხოური მედია

ადოლფ ჰიტლერმა შესაძლოა ნამიბიის არჩევნებში კვლავ გაიმარჯვოს

როგორც The Namibian იტყობინება, ნამიბიელი პოლიტიკოსი, ადოლფ ჰიტლერ უუნონა (Adolf Hitler Uunona), 26 ნოემბერს ადგილობრივ პარლამენტში მეხუთედ აპირებს ხელახლა არჩევას. ის ქვეყნის მმართველ მემარცხენე პარტიაში – სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის სახალხო ორგანიზაციაში (SWAPO) – არის გაწევრიანებული. ბოლო არჩევნებზე უუნონამ ხმების 80% მიიღო.

პოლიტიკოსმა დაადასტურა, რომ მამამ მას გერმანიის ფიურერის სახელი დაარქვა, რადგან ვერ აცნობიერებდა მის მიერ ჩადენილი სისასტიკის მასშტაბებს. უუნონამ დისტანცირება მოახდინა თავისი ნაცისტი სეხნიასგან და განაცხადა, რომ არც ხასიათით და არც შეხედულებებით არ აქვს გერმანელ ჰიტლერთან საერთო.

ნამიბია 1890 წლიდან 1915 წლამდე გერმანიის კოლონია იყო. 2021 წელს გერმანიამ აღიარა ადგილობრივი ტომების – ჰერეროსა და ნამას – გენოციდი, რომელიც 1904–1908 წლებში მოხდა და დათანხმდა ნამიბიისთვის განვითარების მიზნით 1.1 მილიარდი ევროს გადახდას.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა