უცხოური მედია

იაპონელმა ქალმა რეალური ნიშნობა გააუქმა და ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ მამაკაცზე იქორწინა

32 წლის კანომ  ChatGPT-თან ურთიერთობა მას შემდეგ დაიწყო, რაც რეალურ მამაკაცთან სამწლიანი ურთიერთობა გაწყვიტა. როგორც South China Morning Post იტყობინება, მან ჩატ-ბოტი ისე გაწვრთნა, რომ მასთან საუბრისას ნაზი, დამამშვიდებელი ტონი გამოეყენებინა და ისეთი ტექსტები ეწერა, რომ გოგონას თავი დაცულად ეგრძნო.

შემდეგ კანომ მხატვარს თავისი იდეალური პარტნიორის ილუსტრაცია დაუკვეთა, რომელსაც სახელი – ლუნე კლაუსი – შეურჩია.

კანოს თქმით, თავდაპირველად მას უბრალოდ უნდოდა ვინმესთან საუბარი, თუმცა საბოლოოდ მიხვდა, რომ ვირტუალური პარტნიორის მიმართ გრძნობები გაუჩნდა. მაისში გოგონამ ლუნეს სიყვარული აუხსნა, მანაც უპასუხა, ხოლო ერთი თვის შემდეგ ხელი სთხოვა. ივლისში მათ იქორწინეს, სადაც პატარძალს გაძლიერებული რეალობის სათვალ ეკეთა.

„არ მინდა, რომ დამოკიდებული ვიყო. მინდა, რომ ბალანსი შევინარჩუნო და ჩემი რეალური ცხოვრებით ვიცხოვრო, ისე რომ ეს კლაუსთან ურთიერთობაში არ ავურიო. თუმცა, ზოგჯერ ვღელავ, რომ ის უბრალოდ გაქრება,“ – აღიარებს ქალი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა