განათლება

მარიამ ლაშხი: მნიშვნელოვანია, რომ იყოს ხარისხზე დაფუძნებული განათლების რეფორმა და ამ კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება უმაღლეს განათლებაში

მნიშვნელოვანია, რომ იყოს ხარისხზე დაფუძნებული განათლების რეფორმა და ამ კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება უმაღლეს განათლებაში, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა „ქრონიკასთან“.

დეპუტატმა განათლების რეფორმასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„უნდა გვახსოვდეს, რომ განათლებაზე დგას სახელმწიფოს განვითარება და არის ის ძირითადი ფუნდამენტი, რომელზეც ჩვენი მომავალია დამოკიდებული. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ იყოს ხარისხზე დაფუძნებული განათლების რეფორმა და ამ კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება უმაღლეს განათლებაში როგორც სწავლების ხარისხის პროცესში, ასევე იმ პროფილური გადანაწილებით, რაც რეგიონის მასშტაბით გაიშლება. მნიშვნელოვანია ის, რომ მოხდება სახელმწიფო უნივერსიტეტების სახელმწიფო ხარჯების სწორი და ეფექტიანი გადანაწილება“, – აღნიშნა ლაშხმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა