უცხოური მედია

თეთრ სახლთან მომხდარი სროლა: თავდამსხმელი ავღანელი აღმოჩნდა, რომელიც CIA-სთან თანამშრომლობდა

თეთრი სახლიდან ერთ კვარტალში ნაციონალური გვარდიის სამხედრო მოსამსახურეებზე ცეცხლი 29 წლის ავღანეთის მოქალაქემ, რაჰმანულა ლაკანვალმა გახსნა. ის აშშ-ში 2021 წელს ჩავიდა, ხოლო 2025 წელს ქვეყანაში თავშესაფარი მიიღო.

როგორც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა, Fox News-ს განუცხადა, თავის სამშობლოში ლაკანვალი თანამშრომლობდა ამერიკულ სხვადასხვა სტრუქტურებთან, მათ შორის CIA-სთან.

ეჭვმიტანილის წარსული და პოლიტიკური რეაქციები

ეჭვმიტანილის ნათესავმა NBC News-ს განუცხადა, რომ ლაკანვალი 10 წლის განმავლობაში მსახურობდა ავღანეთის არმიაში, მათ შორის ქანდაჰარის ბაზაზე, ამერიკული სპეცდანიშნულების რაზმების გვერდით. მან სამსახური დაახლოებით 15 წლის ასაკში დაიწყო.

შინაგანი უსაფრთხოების მინისტრმა, კრისტი ნოემმა, X-ზე დაწერა, რომ ეჭვმიტანილი „იყო ერთ-ერთი იმ მრავალთაგან“, ვინც უსაფრთხოების შემოწმება არ გაიარა, მაგრამ მაინც მოხვდა შტატებში ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ოპერაცია „თავშესაფარი მოკავშირეებისთვის“ ფარგლებში. დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ „წინა ადმინისტრაციამ 20 მილიონი შეუმოწმებელი უცხოელი შემოუშვა“ და ვაშინგტონში მომხდარ თავდასხმას ტერორისტული აქტი უწოდა.

აშშ-ის საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილება

ამ ფონზე, აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურმა (USCIS) განაცხადა „დაუყოვნებლივ და განუსაზღვრელი ვადით შეჩერების“ შესახებ, რომელიც ავღანეთის მოქალაქეებთან დაკავშირებულ ყველა საიმიგრაციო მოთხოვნას შეეხება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა