უცხოური მედია

სროლა თეთრ სახლთან: მძიმედ დაჭრილია ეროვნული გვარდიის ორი წევრი

ვაშინგტონის პოლიციის სამმართველოს ინფორმაციით, ეროვნული გვარდიის თანამშრომლებზე თავდასხმა თეთრი სახლიდან სულ რაღაც ერთ კვარტალში, მე-17 და I-ქუჩების კუთხეში მოხდა.

პოლიციამ მოსახლეობას მოუწოდა, არ მიუახლოვდნენ თავდასხმის ადგილს. სროლაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია.

დასავლეთ ვირჯინიის ეროვნული გვარდიის ორი წევრი — მამაკაცი და ქალი — კრიტიკულ მდგომარეობაშია. დასავლეთ ვირჯინიის გუბერნატორი, პატრიკ მორისი, თავდაპირველად დაღუპვის შესახებ იტყობინებოდა, თუმცა მოგვიანებით მან ეს განცხადება უარყო.

„ის „ცხოველი“, რომელმაც ორ მძიმედ დაჭრილ ნაციონალურ გვარდიელს ესროლა, რომლებიც ახლა ორ სხვადასხვა საავადმყოფოში არიან მოთავსებული, თავადაც მძიმედ არის დაჭრილი, მაგრამ ამის მიუხედავად, ის ძალიან მაღალ ფასს გადაიხდის“, — დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.

ომის მინისტრმა, პიტ ჰეგსეტმა, განაცხადა, რომ პრეზიდენტმა მოითხოვა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის კიდევ 500 წევრის გაგზავნა. ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა, კენტუკის სამხედრო ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ნაციონალურ გვარდიელებზე თავდასხმის მოტივები ამ დროისთვის უცნობია.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა