უცხოური მედია

ტრამპი ვარაუდობს, რომ მარკო რუბიო, შესაძლოა, მალე კუბის პრეზიდენტი გახდეს

ვაშინგტონი — სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, რომელიც დაუღალავად აგროვებს სხვადასხვა საპასუხისმგებლო ტიტულებს, შესაძლოა მალე კიდევ ერთი ახალი პოსტი მიიღოს — ამის შესახებ პრეზიდენტმა ტრამპმა მიანიშნა. ქვეყნის მთავარსარდალმა გამოთქვა მოსაზრება, რომ რუბიო, რომელიც ერთდროულად ადმინისტრაციის ოთხ მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებდა და არაერთ სხვა პოზიციაზეც მოიაზრებოდა, შესაძლოა კუბის პრეზიდენტი გახდეს. სწორედ კუბიდან გამოიქცნენ მისი მშობლები 1950-იან წლებში, ბატისტას სასტიკი რეჟიმის პერიოდში. ინფორმაციას new york post ავრცელებს.

„ჩემთვის მისაღებია“, — დაწერა ტრამპმა კვირას საკუთარ პლატფორმაზე, Truth Social-ზე, ერთ-ერთი მომხმარებლის პასუხად, რომელმაც იხუმრა, რომ იქაური მთავრობის დამხობის შემდეგ კუბის ლიდერი სწორედ რუბიო უნდა გახდეს.

ამჟამად მარკო რუბიო იკავებს სახელმწიფო მდივნის, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოვალეობის შემსრულებლისა და ეროვნული არქივიუსის მოვალეობის შემსრულებლის პოსტებს. გასულ აგვისტომდე ის ასევე მცირე ხნით ხელმძღვანელობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID).

ეროვნული უსაფრთხოების ყოფილმა მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა გასულ წელს საჯაროდ განაცხადა, რომ „აბსურდია“ (ludicrous) იმის ფიქრი, თითქოს რუბიოს შეუძლია ერთდროულად ჯეროვნად შეასრულოს სახელმწიფო მდივნისა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოვალეობები.

რუბიოს მრავალფეროვანი პორტფელი უამრავი ინტერნეტ-მემის საბაბი გახდა. სოციალურ ქსელებში ხუმრობენ, რომ როგორც კი ადმინისტრაციაში რომელიმე ვაკანსია ჩნდება, ტრამპი მას მაშინვე თავის გადატვირთულ სახელმწიფო მდივანს აბარებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა