სამართალი

ღარიბაშვილის ადვოკატი- ქარხნის ნაწილში ბრალი არ ედება, საბანკო ხელშეკრულებები ქარხანასთან დაკავშირებით, გადახდები და ყველაფერი ზედმიწევნით იყო შესრულებული, ბრალი იმაში დარჩა, რომ ქარხნიდან ანუ შემოსული შემოსავლები არ დაუდეკლარირებია, ეს ის დანაშაულია, რაშიც მან ბრალი აღიარა

ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი მიხეილ შაყულაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი არა სამოხელეო, არამედ ფინანსური დანაშაულისთვის დააკავეს. ამის შესახებ მან სასამართლოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ექსპრემიერის უფლებადამცველის ინფორმაციით, ღარიბაშვილს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 2 ავტომობილი და მისი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ძვირფასეულობა და თანხა ჩამოერთვა. ამასთან, ის ამბობს, რომ სასამართლომ მათი მტკიცებულებები გაიზიარა.

„დღეს ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რამეთუ ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარეს, რომ მას ჰქონდა საბანკო ხელშეკრულებები ქარხანასთან დაკავშირებით, გადახდები და ეს ყველაფერი ზედმიწევნით იყო შესრულებული, შესაბამისად ბრალდების ფორმულირება შეიცვალა იმ მხრივ რომ ქარხნის ნაწილში ბრალი აღარ ედება, ბრალი იმაში დარჩა, რომ ქარხნიდან ანუ ღვინის ინდუსტრიიდან შემოსული შემოსავლები არ დაუდეკლარირებია, შესაბამისად ეს ის დანაშაულია, რაშიც მან ბრალი აღიარა, კერძოდ სსკ-ის 194-ე მუხლის III ნაწილის გ ქვეპუნქტით. გარდა ამისა, მას საპროცესო შეთანხმებით განესაზღვრა 5 წელი რეალური სასჯელი, 1 მლნ ლარის ჯარიმა, ჩამოერთვა 2 მანქანა და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს დანაშაული არავითარ შემთხვევაში სამოხელეო დანაშაული არ არის, ეს არის ფინანსურ ნაწილში დანაშაული და საფინანსო სექტორში მომხდარ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება.

როგორც ყველა პატიმარს მასაც აქვს უფლება ვადაზე ადრე გათავისუფლების ან შეწყალების უფლება აქვს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა მიხეილ შაყულაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე – შეიძლება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალოს, მიხეილ შაყულაშვილმა უპასუხა: „ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ რა ვიცი, რაღა უნდა შეიწყალოს, დაიჭირეს ადამიანი, 5 წელი უნდა იჯდეს, არ ვიცი მომავალში რა მოხდება…“

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა