საერთაშორისო მედია წერს, რომ ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ ამერიკულ ძალებს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციისთვის ამზადებენ.
პუბლიკაციების მიხედვით, მზადება აქტიურ ფაზაშია. გავრცელებულ ცნობაში ასევე ნათქვამია, რომ ინფორმაცია გამოცემას ამერიკულმა ანონიმურმა წყარომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის მოლაპარაკების შემდეგ მიაწოდა.
პარალელურად, ვრცელდება ცნობა, რომ მზად არის ისრაელიც და ირანზე თავდასხმასთან დაკავშირებით, თეთრი სახლის გადაწყვეტილებას ელოდება.
Facebook Comments Box











