Uncategorized

მაკა ბოჭორიშვილი აბუ-დაბის სამიტზე: მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის სატრანზიტო პოტენციალზე საუბარი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის სწორედ შუა დერეფნის განვითარება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი

გამომდინარე იქიდან, რომ ამ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი დონის სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის სატრანზიტო პოტენციალზე საუბარი და ამ საკითხებზე აქცენტის გაკეთება, რადგან ჩვენთვის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების კონტექსტში სწორედ შუა დერეფნის განვითარება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტზე საუბრისას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მსურველი კომპანიების შესაბამისი ინფორმირების მნიშვნელობაზე.

„დაგეგმილია შეხვედრები მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც შესაძლოა ინვესტირებას განახორციელებენ საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გლობალურად მოქმედ კომპანიებს ჰქონდეთ შესაბამისი ინფორმაცია საქართველოსა და მისი საინვესტიციო პოტენციალის შესახებ, რომლებიც დაინტერესებულები არიან იმით, რომ ჩვენს რეგიონში განახორციელონ გარკვეული საქმიანობა. რა თქმა უნდა, ისინი საქართველოს ხედავენ, როგორც პოტენციურ საინვესტიციო ადგილს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბიში მაღალი დონის შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მონაწილეობისთვის ესტუმრა, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს სიტყვით მიმართავს.

აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტის მთავარი თემაა თანამშრომლობა, ინვესტიციები და ინოვაციები. სამიტზე ქვეყნის მეთაური შუა დერეფნის პოტენციალსა და საქართველოს როლზე, ასევე, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესსა და განვითარებაზე გაამახვილებს ყურადღებას.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა