დანიამ აშშ-ს ატლანტის ოკეანეში ნავთობტანკერ „მარინერას“ დაკავებისას მხარდაჭერა გამოუცხადა, — წერს გამოცემა Newsmax. ეს მოხდა ტრამპის ადმინისტრაციის იმ განზრახვის ფონზე, რომელიც დანიის ნაწილის მითვისებას — აშშ-სთვის გრენლანდიის შეერთებას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კუნძული სამეფოს ნახევრად ავტონომიური ტერიტორიაა.
გამოცემის წყაროებს არ დაუკონკრეტებიათ, ზუსტად რაში გამოიხატა დანიის მხარდაჭერა. ერთ-ერთი ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, ნატოელი მოკავშირეების ძალისხმევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს აშშ-ის ოპერაციების წარმატებისთვის, ამიტომ დანიისა და აშშ-ის თანამშრომლობა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შიგნით ჩვეულებრივ პრაქტიკად ითვლება.
მიუხედავად მჭიდრო თანამშრომლობისა, ტრამპი გრენლანდიის გარშემო არსებული ესკალაციის დონის შემცირებას არ აპირებს. მან კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ კუნძულს დანიის შემადგენლობაში დარჩენა სურს:
„ეს მათი პრობლემაა. მე მას არ ვეთანხმები. არც კი ვიცი, ვინ არის ის, მის შესახებ არაფერი მსმენია. მაგრამ ეს მისთვის დიდი პრობლემა გახდება“, — განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.











