უცხოური მედია

“რამდენიმე მოსამართლის მიზანში ამოღებაც საკმარისია დაძაბულობისა და შფოთვის ატმოსფეროს შესაქმნელად… ეს არ არის მხოლოდ მოგზაურობის აკრძალვა” – ფრანგი მოსამართლეები ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას აკრიტიკებენ

“დეკემბრის ბოლოს, გერმანულმა ყოველკვირეულმა გამოცემამ Der Spiegel გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავდა სანქციებს იმ სამი მოსამართლის მიმართ, რომლებმაც 2025 წლის მარტში მარინ ლე პენი გაასამართლეს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ინფორმაციას “ყალბი და მოძველებული” უწოდა, სასამართლო სისტემაში, მათ შორის უმაღლეს დონეზე, შეშფოთება კვლავ მაღალია”, – წერს “20 minutes”.

სტატიაში აღნიშნულია, რომ, 2025 წლის აგვისტოდან მოყოლებული, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) თერთმეტი მოსამართლე, მათ შორის ნიკოლას გილუ, აშშ-ის განსაკუთრებით მკაცრი სანქციების ქვეშ მოექცა.

“ეს არ არის მხოლოდ მოგზაურობის აკრძალვა”, – აცხადებს ლუდოვიკ ფრიატი, მაგისტრატთა კავშირის (USM) პრეზიდენტი.

“მას აღარ შეუძლია არაფრის გამოყენება, რაც შეერთებულ შტატებთან არის დაკავშირებული. ეს არის დაბრუნება 1990-იან წლებში”, – ამბობს ის.

USM-ის პრეზიდენტი აზუსტებს, რომ, მაგალითად, მოსამართლეს აღარ შეუძლია, ჰქონდეს ანგარიში ისეთ საიტებზე, როგორიცაა Amazon ან Airbnb, ასევე არ შეუძლია, ისარგებლოს ისეთი საბანკო სერვისებით, როგორიცაა Visa ან American Express-ი.

“ცოტა ხნის წინ მან დაჯავშნა სასტუმროს ნომერი საფრანგეთში Expedia-ს მეშვეობით და რამდენიმე წუთში ჯავშანი გაუქმდა, რადგან ის შავ სიაშია… საკმარისია მხოლოდ რამდენიმე მოსამართლის მიზანში ამოღება დაძაბულობისა და შფოთვის ატმოსფეროს შესაქმნელად… ამით, ისინი გვეუბნებიან: “ნახეთ, რა შეიძლება დაგემართოთ”, – ამბობს USM-ის პრეზიდენტი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა