ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა – მას ახლა “ქვეყნის შიდა უსაფრთხოების წინააღმდეგ შეკრებას, შეთქმულებაში მონაწილეობასა და რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ საქმიანობაში ჩართვას” ედავებიან.
აღნიშნული ბრალდება კი პატიმრობას ითვალისწინებს და არა სიკვდილით დასჯას | ინფორმაციას Iran International ავრცელებს.
მანამდე დაკავებულს “ღვთის გმობას” ედავებოდნენ – ამ ბრალის მიხედვით კი ჩამოხრჩობა ემუქრებოდა. ახალგაზრდა 14 იანვარს უნდა ჩამოეხრჩოთ, თუმცა გადაწყვეტილება მოგვიანებით შეიცვალა. გადაწყვეტილების ცვლილებას წინ ტრამპის განცხადება უძღოდა, რომელიც ირანს დაემუქრა საპასუხო ქმედებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი დემონსტრანტებს დასჯიდნენ.
Facebook Comments Box











