უცხოური მედია

რუსეთიდან გასულმა კოკა-კოლამ, ქვეყანაში ბოთლის სახით სავაჭრო ნიშანი გაახანგრძლივა

ამერიკული გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელმა Coca-Cola Company-მ რუსეთში თავისი საფირმო შუშის ბოთლის სავაჭრო ნიშნის უფლებები გაახანგრძლივა. ინფორმაციას რუსული მედია როსპატენტის ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დოკუმენტების თანახმად, სავაჭრო ნიშნის ექსკლუზიური უფლება 2025 წლის დეკემბერში იწურებოდა, თუმცა, კოკა-კოლამ როსპატენტში სავაჭრო ნიშნის გაგრძელების შესახებ განაცხადი შეიტანა, რომელიც დაკმაყოფილდა.

როსპატენტის გადაწყვეტილების თანახმად, კოკა-კოლას აღნიშნული სასაქონლო ნიშნის ფლობა და რუსეთში გამაგრილებელი სასმელების გაყიდვა, 2035 წლის დეკემბრამდე შეეძლება.

Coca-Cola Company-მ 2022 წლის მარტში უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო რუსეთში საქმიანობის შეჩერების შესახებ განაცხადა, ხოლო ივნისში – საერთაშორისო ბრენდების Coca-Cola-ს, Sprite-ისა და Fanta-ს ქვეშ გაზიანი სასმელების გაყიდვისა და წარმოების შეწყვეტის შესახებ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა