უცხოური მედია

Berliner Zeitung: ფონ დერ ლაიენს უნდობლობის კიდევ ერთი ვოტუმი ემუქრება

ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით ევროკომისიას ევროპარლამენტში კიდევ ერთი უნდობლობის ვოტუმი ემუქრება.

გერმანული Berliner Zeitung-ის ცნობით, ევროპარლამენტის თავმჯდომარემ რობერტა მეცოლამ ამის შესახებ საპარლამენტო ჯგუფების ლიდერებს უკვე აცნობა.

გამოცემის ინფორმაციით, დებატები და კენჭისყრა მომავალ კვირას სტრასბურგში, საპარლამენტო სესიაზე გაიმართება. ეს ფონ დერ ლაიენისა და მისი გუნდის მიმართ უნდობლობის მეოთხე ვოტუმია უკანასკნელი ექვსი თვის მანძილზე.

ცნობილი ხდება, რომ განაცხადი მემარჯვენე ფრაქციამ „პატრიოტები ევროპისთვის“ წარადგინა, რომელიც ფონ დერ ლაიენსა და მის გუნდს, სხვა საკითხებთან ერთად, ძირითადად სამხრეთ ამერიკის მერკოსურის ქვეყნებთან – ბრაზილიასთან, არგენტინასთან, ურუგვაისთან და პარაგვაისთან – სავაჭრო შეთანხმების გამო აკრიტიკებს. მისი წევრები არიან მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანებისა“ (RN) და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტიის წარმომადგენლები.

გამოცემა აღნიშნავს, რომ დღემდე, ფონ დერ ლაიენის წინააღმდეგ უნდობლობის სამი ვოტუმი ჩავარდა. 

პირველი 2025 წლის ზაფხულში რუმინელმა ულტრამემარჯვენე ევროპარლამენტარმა გეორგე პიპერეამ დააინიციირა, რომელიც ევროპელ კონსერვატორებსა და რეფორმატორებს წარმოადგენს. მაშინ ინიციატივას მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა, 360-მა უარი თქვა, ხოლო 18-მა თავი შეიკავა. 2025 წლის ოქტომბერში სტრასბურგში კიდევ ორი კენჭისყრა გაიმართა. მემარჯვენე ჯგუფის, „პატრიოტები ევროპისთვის“ ინიციატივას მხარი დაუჭირა 179-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 378. მარცხენა ფრთის მიერ დაყენებულ ვოტუმს 133-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 383-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.

უნდობლობის ვოტუმის გამოსატანად კენჭისყრის დროს საჭიროა დეპუტატების 2/3 მხარდაჭერა, ანუ მინიმუმ 360 ხმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა