უცხოური მედია

დონალდ ტრამპი-„ვფიქრობ, პუტინი მზად არის გარიგებისთვის. უკრაინა ნაკლებად არის მზად“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიაფერხებს პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმებას და არა ვლადიმერ პუტინი. ამის შესახებ ტრამპმა „როიტერთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„ვფიქრობ, პუტინი მზად არის გარიგებისთვის. უკრაინა ნაკლებად არის მზად“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს ჰკითხა, რატომ ვერ ხერხდება ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უდიდესი სახმელეთო კონფლიქტის დასრულება, რასაც ტრამპმა მხოლოდ ერთი სიტყვით უპასუხა: „ზელენსკი“.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, რატომ მიიჩნევს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიაფერხებს მოლაპარაკებებს.

დონალდ ტრამპს ასევე ჰკითხეს, შეხვდება თუ არა უკრაინის პრეზიდენტს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში მომავალ კვირას. მან უპასუხა: „შევხვდები, თუ იქ იქნება. მე იქ ვიქნები“.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა