უცხოური მედია

ფრიდრიხ მერცი: რუსეთი ევროპული ქვეყანაა

ბიზნეს ლიდერებთან მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთთან ურთიერთობების დაბალანსება კვლავ შესაძლებელია. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს.

„რუსეთი ევროპული ქვეყანაა“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის მეთაურმა.

„თუ ჩვენ შევძლებთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთთან ურთიერთობებში ბალანსი ვიპოვოთ, თუ მშვიდობა დაისადგურებს, თუ თავისუფლება იქნება გარანტირებული, თუ ჩვენ ყოველივე ამას მივაღწევთ… მაშინ ევროკავშირი და ჩვენც, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, კიდევ ერთ გამოცდას ჩავაბარებთ“, – დასძინა მან.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა