პოლიტიკა

ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ცნობით, იერიში მიიტანეს აშშ-ის ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნზე“

ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ინფორმაციით, იერიში მიიტანეს აშშ-ის ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნზე“. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, აშშ-ის ავიამზიდზე თავდასხმისთვის ოთხი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს.

„ბიბისის“ თანახმად, 15 თებერვლის სატელიტური მონაცემებით, ავიამზიდი ომანის სანაპიროებთან იყო.

„აბრამ ლინკოლნი“ აშშ-ის საზღვაო ძალების „ნიმიცის“ კლასის მეხუთე ავიამზიდია.

„ლინკოლნი“ უახლესი F-35 სტელსის სისტემის თვითმფრინავებითაა აღჭურვილი, რომლებსაც მოწინააღმდეგის რადარებისთვის თავის არიდება შეუძლიათ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა