პოლიტიკა

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო – კვიპროსზე განლაგებულ ბრიტანულ სამხედრო ბაზაზე შეტევა, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა

კვიპროსზე განლაგებულ ბრიტანულ სამხედრო ბაზა RAF Akrotiri-ზე შეტევა, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ შეტევა ადგილობრივი დროით საღამოს 22:00-ზე მოხდა. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ჩვენი ძალების დაცვა რეგიონში უმაღლეს დონეზეა. ბაზამ ჩვენი პერსონალის დასაცავად უკვე იმოქმედა“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ჯონ ჰილიმ ირანი „განურჩეველ შეტევებში“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ბრიტანელი სამხედროები და იქ მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეები საფრთხის წინაშე დგანან.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა