ამერიკის შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა გამოსცა ოფიციალური გაფრთხილება, რომელიც ირანთან დაკავშირებული დაძაბულობის ფონზე, ქვეყნის ტერიტორიაზე შესაძლო საფრთხეებს ეხება.
ძირითადი აქცენტები:
- საპასუხო ქმედებები: უწყების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი შემოჭრა ნაკლებად სავარაუდოა, ირანი და მისი მოკავშირეები „ რა თქმა უნდა გააძლიერებენ საპასუხო ქმედებებს“.
- კიბერშეტევები: მოსალოდნელია აქტივობის ზრდა ციფრულ სივრცეში, რაც მიმართული იქნება კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.
- ინციდენტი ტეხასში: გაფრთხილება მოჰყვა ტეხასის შტატში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, სადაც სენეგალის მოქალაქემ, რომელსაც ირანის დროშის გამოსახულებიანი მაისური ეცვა, მასობრივი სროლა მოაწყო.
სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 14 დაშავდა.
ამჟამად სამართალდამცავები იძიებენ, იყო თუ არა თავდამსხმელი შთაგონებული საზღვარგარეთ მიმდინარე პოლიტიკური პროცესებითა და ირანთან დაკავშირებული კონფლიქტით.
Facebook Comments Box











