Layout K (with load more)

კონსტანტინე ჟღენტი: არ შეიძლება, როდესაც დიპლომატი ხარ, რომელიმე პარტიის ელჩი იყო, ეს ცნობილი ამბავია – შენ შენს ქვეყანას წარმოადგენ, რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არა, როდესაც ამ შეგრძნებას კარგავ და არ ხარ შენი მთავრობის მინიმალურად ლოიალური მაინც, უნდა დაიხურო ქუდი და წახვიდე

ირაკლი ქადაგიშვილი: კანდიდატის სტატუსი რომ არ მოგვანიჭეს, ჰერჩინსკის ვკითხე, კონკრეტულად რა არის ამის მიზეზი, კარგად მახსოვს მისი სიტყვები, როდესაც კონკრეტული ვერაფერი თქვა, რიტორიკის ტრაექტორია იყო ასეთიო – მოდი და გაიგე, რას ნიშნავს რიტორიკის ტრაექტორია

ვიქტორ დოლიძე: 2009 წლის 1 იანვრიდან ჩავებით პოლიტიკურ ცხოვრებაში, სულ არ იყო ეს ჩემი თვითმიზანი, მაგრამ შეგუება და მათ გვერდში ყოფნა წარმოუდგენელი იყო – დღესაც ბევრი ჩემი კოლეგა არ ეთანხმება რაღაცებს, მაგრამ ძალიან ბევრი არ მახსოვს იმ პერიოდში, კარგად ეგუებოდნენ იმ ვითარებას

ვიქტორ დოლიძე: ევროპარლამენტარებისთვის მიკითხავს, არის თუ არა მნიშვნელოვანი თქვენთვის, როდესაც მერაბიშვილის ციხეში ჯდომაზე გველაპარაკებით, იგი დამნაშავეა თუ არა – საერთოდ არ მაინტერესებს დამნაშავეა თუ არა, ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერა, ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ის იყოს გარეთ – ამდაგვარი პოლიტიკური მხარდაჭერაც ჰქონდათ

ვიქტორ დოლიძე: გამოხვიდე და ანტისახელმწიფოებრივად [ევროპარლამენტის] კედლებში აკეთო ის, რასაც „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები აკეთებდნენ, ეს იქნებოდა ცალკეული რეზოლუციები, დეკლარაციები, პოლიტიკური სახის დოკუმენტები, თუ განცხადებების კეთება, ყოვლად მიუღებელი იყო

ვიქტორ დოლიძე: როდესაც „ქართული ოცნების“ კოალიცია მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინვე დაიწყო „ნაცმოძრაობის“ მიერ სერიოზული დისტრიბურება, ბრიუსელისა და სხვა დედაქალაქების კოლეგებთან იმისა, რომ ხელისუფლებაში მოვიდა რუსული ოლიგარქიული ოჯახი

თეა წულუკიანი: ჩვენ გვქონდა უკვე ბიომეტრიული პასპორტები, მოლდოვას, რომელსაც ძველ, არაბიომეტრიულ პასპორტზე მაშინ ე.წ. ჩიპი ჰქონდა უკანა გვერდზე “სკოჩით” მიმაგრებული, უკმაყოფილებდნენ უვიზო რეჟიმის მოთხოვნას და ჩვენ გვეუბნებოდნენ, ჯერ არ ხარ მზადო

გურამ ნიკოლაშვილი ხოშტარიას შიმშილობაზე: თვითმკვლელობა და თვითდესტრუქცია, როგორც შანტაჟის ნაირსახეობა, არაა წასახალისებელი ამბავი – მაგრამ, საქართველში მოიძებნა ფიგურა, გერმანიის ელჩი, რომელსაც განსხვავებული შეხედულება აღმოაჩნდა. მან მოშიმშილე მოინახულა და ნუგეშად თანადგომა გამოუცხადა

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა