Layout K (with load more)

მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: როგორია, რომ უყურებ როგორ სცემენ შენ თვალწინ გამეტებით ჟურნალისტ გოგონას, რომელიც იციან, რომ ჟურნალისტია და შემდეგ ამ გოგონას ვინც გადაეფარა და შეიყვანა ე.წ. ჯიხურში, როგორც სცემეს ის პოლიციელი, რომ ბიჭო რას აკეთებ შენ?!

დაჩი ცაგურია 2009 წლის მოვლენებზე: ათასობით ადამიანი გამოვდიოდით ქუჩაში შვილდახვრეტილი, ნაწამები, ციხე გამოვლილი ხალხი. ჩვენ არასოდეს, არც პარლამენტის შენობაზე ცეცხლის წაკიდება გვიცდია და არც პოლიციელებისთვის გვისვრია მოლოტოვის კოქტეილები, თუ ფოიერვერკები, არც არავინ დაგვიშავებია და არც არავის შვილებს არსად მივვარდნილვართ

დაჩი ცაგურია 2009 წლის 15 ივნისის დარბევის შემდგომ მოვლენებზე: საკანში მეწვია ეკა ხერხეულიძე „ნაცმოძრაობის“ წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. მიყურა და მითხრა, იცი რას გეტყვიო, საცემი ხარ და მაგიტომაც გცემესო, ახალაიაზე და მიშაზე ხმას როგორ იღებ, ქვეყნის პატრიოტებზეო

მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: მე პირადად დამაკავა გიორგი გეგეჭკორმა, თბილისის პოლიციის შეფმა, რომელიც ყოველთვის სასტიკად გვისწორდებოდა, რუსეთის აგენტები ხართო – სწორედ იმ რუსეთში გაქცეულა, რომელზეც ჩვენ გვეუბნებოდა

დაჩი ცაგურია 2009 წლის 15 ივნისის დარბევის შემგომ მოვლენებზე:  ახალგაზრდები, ვინც დაჭერას გადარჩნენ, ევროკავშირის ოფისთან დასხდნენ საშიმშილოდ, საიდანაც გამოვიდნენ და უთხრეს, აქეთ ნუ სხედხართ, გადაჯექითო – გადასვეს მეორე მხარეს, ცოტა მოშორებით რომ არ შეწუხებულიყვნენ და წყალიც კი არ მიუწოდებიათ

შალვა პაპუაშვილი – გერმანიის საელჩომ სცენა დაუთმო ირაკლი ხვადაგიანს, ძნელია, წარმოიდგინო იმაზე მეტი ცინიზმი, ვიდრე წარსულის გააზრებაზე სასაუბროდ სააკაშვილის პროპაგანდისტის მიმდევრის მიყვანაა

ალექსანდრე ტაბატაძე: ამ ხელისუფლების პერიოდში ორი საგუშაგო დაიდგა [ჩორჩანას საგუშაგოს გარდა], გორისა და საჩხერის რაიონში, მაგრამ ეს ყველა უწყებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან იყო შეთანხმებული და მას შემდეგ არანაირი პრობლემა არ ყოფილა

დაჩი ცაგურია 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: რომ დამიჭირეს, გამოსულან შენობიდან, ცაგურიას დედა რომელიაო – დედაჩემს სასიკვდილოდ სცემეს, ძირს დააგდეს, ხელკეტები ურტყეს და მძიმე ტვინის შერყევით საავადმყოფოში იწვა, ეგ ამბავი რომ გავიგე, იმის მერე ვერ ვუყურებ დედაჩემს თვალებში

დაჩი ცაგურია 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: ჯერ გარეთ დაგვასისხლიანეს, სასიკვდილოდ გაგვიმეტეს, მერე შეგვათრიეს სამმართველოს შენობაში, ოღონდ ჯერ ეზოში დერეფანს მოაწყობდნენ, სადაც 40 ადამიანი იდგა ხელკეტებით და სათითაოდ ყველა გვირტყამდა – ნაწილი სააპელაციო სასამართლოს შენობაში შეიყვანეს, სადაც ჩემი მეგობრები ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ დაგლიჯეს და ძვლები დაულეწეს

ბექა ლილუაშვილი – ჩორჩანას ეპიზოდი იყო ერთადერთი მოვლენა საქართველოს ისტორიაში, როდესაც სამხედრო ესკალაციის გარეშე მოხდა ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების დაცვა და მცოცავი ოკუპაციის შეჩერება

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა