სამართალი

ირაკლი კობახიძე – ბაჩიაშვილის ადვოკატი ცდილობს საქმის პოლიტიზებას, ეს არასწორია, საქმე უკავშირდება სავარაუდო დანაშაულს და უნდა იყოს განხილული სამართლებრივ ჭრილში

ბაჩიაშვილის საქმე უკავშირდება სავარაუდოდ დანაშაულს და უნდა იყოს განხილული სამართლებრივ ჭრილში – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როდესაც ადვოკატი იქითა მხარეს ცდილობს ამ საკითხის პოლიტიზებას, მიზანი ჩანს, რაც არასწორია.

„ამ თემას ვერ ჩავუღმავდები. ხედავთ, რომ ადვოკატი იქითა მხარეს ცდილობს ამ საკითხის პოლიტიზებას, აქედან გამომდინარე, მიზანი ჩანს, რაც არის არასწორი. ეს არის კონკრეტული საქმე, რომელიც უკავშირდება სავარაუდოდ დანაშაულს და ეს საქმე უნდა იყოს განხილული სამართლებრივ ჭრილში. როდესაც ბაჩიაშვილის ადვოკატი ცდილობს ამ საქმის პოლიტიზებას, ეს არის არასწორი. ჩვენ ამაში ჩვენს წვლილს ვერ შევიტანთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,782,872 ნახვა