ჯარი

იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პირმა, რომლის ძმაც „გირჩმა“ სამხედრო სავალდებული სამსახურიდან გაათავისუფლა

პარტია გირჩის ოფისში, პარტიის ერთ-ერთ ლიდერს იაგო ხვიჩიას თავს დაესხნენ. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, გვიან ღამით მათ ოფისში მივიდა პირი, რომლის ძმაც გირჩმა თავის დროზე სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გაათავისუფლა.

იაგო ხვიჩია აღნიშნავს, რომ კაცმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიის წარმომადგენლებს, რის შემდეგაც, იაგო ხვიჩიას თქმით, თავად ჩაერია, რა დროსაც მოქნეული ხელი მოხვდა.

ხვიჩიას თქმით, ის გახდა ხელისუფლებისა და საპატრიარქოს პროპაგანდის მსხვერპლი.

“სინამდვილეში, ეს ყველაფერი გამოწვეული არის ქართული ოცნების და საპატრიარქოს ბინძური პროპაგანდით. ადამიანი მოვიდა ოფისში, რომლის ძმაც ჩვენ დავტოვეთ ჯარიდან, თავის დროზე, ბიბლიური თავისუფლების დახმარებით. მერე ეს ძმა წავიდა ამერიკაში, ახლა მეორე ძმამ მამა შალვასა და მისი ძმაკაცების პროპაგანდიდან გამომდინარე გადაწყვიტა, რომ ჩვენ სატანას ვაზიარეთ მისი ძმა. მოვიდა ოფისში, თანამშრომლებს აყენებდა შეურაცხყოფას, რომელშიც ჩავერიე და უბრალოდ მისი მოქნეული ხელი მომხვდა. მერე საკაიფოდ ვცემეთ, მაგრამ ჯერ მაინც არ მინდა რომ დაიჭირონ, იმიტომ რომ კიდევ მყავს საცემი ერთხელ”, – ამბობს იაგო ხვიჩია.

გირჩის ლიდერი ამბობს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

“არ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, მე თვითონ მივხედავ. დეპუტატმა ის განვაცხადო, რომ მურუსიძის სასამართლოს ვენდობი?”, – ამბობს ხვიჩია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,607 ნახვა