ჯანდაცვა

daily mail- ეს ვირუსი, შესაძლოა, კოვიდზე 100-ჯერ საშიში გახდეს

ფრინველის გრიპის პანდემია, შესაძლოა, 100-ჯერ უფრო უარესი იყოს, ვიდრე კოვიდ-19 და ინფიცირებულთა 50%-იანი სიკვდილიანობა გამოიწვიოს,- ასე ეხმაურებიან ექსპერტები თეთრი სახლის განცხადებას, რომ სიტუაციას აკვირდებიან. ინფორმაციას daily mail ავრცელებს.

ვირუსების მკვლევარებმა ბრიფინგზე თქვეს, რომ ფრინველის გრიპის შტამი  H5N1 შესაძლოა, ისე გავრცელდეს, რომ პანდემია გამოიწვიოს. 

მათივე განცხადებით, დაფიქსირებულია მრავალრიცხოვანი ინფიცირება სხვადასხვა ძუძუმწოვრებში, მათ შორის ძროხებში, კატებში და ბოლო დროს ადამიანებში, რაც ვირუსის მუტაციის რისკებს ზრდის. ასევე, დიდია ალბათობა, რომ ვირუსი გაცილებით გადამდები გახდეს. 

ბრიფინგზე დამსწრეთა ნაწილი აღნიშნავს, რომ პანიკის საფუძველი ჯერ არ არსებობს, რადგან ბოლო დროინდელ შემთხვევებზე საკმარისი ინფორმაცია არ არის.

ცნობისთვის, თეთრი სახლის წარმომადგენელმა განცხადება გააკეთა, რომ ყურადღებით აკვირდებიან ფრინველის გრიპის გარშემო შექმნილ სიტუაციას. „ჩვენ ვზრუნავთ ამერიკელი ხალხის ჯანმრთელობაზე,“ – თქვა მან.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,674 ნახვა