პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ზელენსკი მიხვდა, რომ მას საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ და უკრაინაში ომი და სისხლისღვრა რეალურად დიდად არავის ადარდებს

ვოლოდიმირ ზელენსკი მიხვდა, რომ მას საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ და უკრაინაში ომი და სისხლისღვრა რეალურად დიდად არავის ადარდებს, – წერს „ხალხის ძალის“ წვერი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში და ნატო-ს ვილნიუსის სამიტიდან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტოს აქვეყნებს.

მისი თქმით, ზელენსკი იმის მაგალითია, თუ როგორ გამოიყურება ყველასგან, მათ შორის ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან მიტოვებული ადამიანი.

„ვოლოდიმირ ზელენსკი მიხვდა, რომ მას საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ და უკრაინაში ომი და სისხლის ღვრა რეალურად დიდად არავის ადარდებს. უკრაინისთვის გაწეული დახმარება, უფრო ევროპის თავის მართლებას გავს – “რა ვქნათ ვერაფერს ვცვლითო”… აი როგორ გამოიყურება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოსა) და ყველასგან მიტოვებული ადამიანი. დასანანია!“ – წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,782,948 ნახვა