პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ვინც ცდილობს ამ ქვეყანაში შიდა პოლიტიკური ვითარების არევას, მას აქვს ერთადერთი ინტერესი – ამ არეულობის შედეგი აუცილებლად იქნება ის სცენარი, რომელიც უკრაინაში განხორციელდა

არიან ძალები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სიმშვიდე არ იყოს ამ ქვეყანაში, გაღვივდეს ე.წ. პოლარიზაცია. ეს არის ადგილობრივი ოპოზიცია ლოკალურად, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა არა მარტო კონფრონტაციისკენ, პირდაპირ მეორე ფრონტზე ჰქონდათ საუბარი უმაღლეს დონეზე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს და არის სამწუხაროდ, არაერთი დასავლელი პოლიტიკოსი, რომელიც პირდაპირ მოგვიწოდებს გამწვავებისკენ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში “თავისუფალი ხედვა” განაცხადა.

მისი თქმით, ვინც ცდილობს ამ ქვეყანაში შიდა პოლიტიკური ვითარების არევას, მას აქვს ერთადერთი ინტერესი, ამ არეულობის შედეგი აუცილებლად იქნება ის სცენარი, რომელიც უკრაინაში განხორციელდა მისივე თქმით, როდესაც რეგიონში ასეთი მძიმე ვითარებაა, სამეზობლოში არის უპრეცედენტო მასშტაბის ომი, ასეთ დროს, ყველა კეთილმოსურნე, თუ ომი არ უნდა, ამ ქვეყანაში მაქსიმალურ სიმშვიდეზე უნდა ზრუნავდეს.

„ყველა, ვინც მოგვიწოდებს კონფრონტაციისკენ, გამწვავებისკენ, სანქციების დაწესება ხომ გახსოვთ, ასევე მოხალისეების გაგზავნაზე იყო ჯერ კიდევ როდის საუბარი, ასეთი მოწოდებებით ვინც გამოდის და ვინც მოსვენებას არ აძლევს ამ ქვეყანას, წარმოიდგინეთ, ასეთი მძიმე ვითარებაა რეგიონში, სამეზობლოში არის უმძიმესი ომი, უპრეცედენტო მასშტაბის ომი, ბოლო ათწლეულების განმავლობაში რეგიონს ამ მასშტაბის ომი არ ქონია და ასეთ დროს, ყველა კეთილმოსურნე, თუ ომი არ უნდა მართლა, უნდა ზრუნავდეს მაქსიმალურ სიმშვიდეზე ამ ქვეყანაში, მაგრამ არიან ძალები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სიმშვიდე არ იყოს ამ ქვეყანაში, რომ გაღვივდეს ე.წ. პოლარიზაცია და ა.შ. ეს არის ადგილობრივი ოპოზიცია ლოკალურად, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა არა მარტო კონფრონტაციისკენ, პირდაპირ მეორე ფრონტზე ქონდათ საუბარი უმაღლეს დონეზე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს და არის არაერთი პოლიტიკოსი, სამწუხაროდ დასავლელი პოლიტიკოსი, რომელიც პირდაპირ მოგვიწოდებს გამწვავებისკენ“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მოგვიწოდებდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ, ეს არის იმ მასშტაბის კონფრონტაცია, რომლის ფუფუნება საქართველოს არ აქვს.

„სანქციების დაწესების ფუფუნება აქვს ნატო-ს წევრ ქვეყანას, მაგრამ არ აქვს საქართველოს. ის სანქციებიც არის მოქმედი შეზღუდულ ფარგლებში, რასაც აწესებენ ნატო-ს წევრი ქვეყნები. იქ, სადაც თვითონ მეტ ზიანს იღებენ, ვიდრე რუსეთი, სანქციებს არ აწესებენ. ანუ, ვაჭრობა მიმდინარეობს მაგალითად დღემდე. წლის განმავლობაში ასეულობით მილიარდ დოლარს იღებს რუსეთი დასავლეთის სახელმწიფოებისგან, ნატო-ს წევრი სახელმწიფოებისგან, იმიტომ, რომ იქაც პრაგმატულად უდგებიან ამ ყველაფერს, სადაც თვითონ უფრო დაზიანდება, ვიდრე რუსეთი, იქ სანქციას ბუნებრივია არ აწესებს, მაგრამ ჩვენ კონკრეტული ძალები, მათ შორის დასავლეთიდან, გვთხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. როცა გვაქვს ერთი ერთზე საუბარი სანქციების თემაზე, ან ზოგადად პრაგმატულ პოლიტიკაზე, კონფრონტაციისგან თავის შეკავებაზე და ა.შ. როცა გვაქვს ასეთი საუბრები იმ ადამიანებთან დახურულ კარს მიღმა, რომლებსაც არ აქვთ კერძო ინტერესი საქართველოსთან მიმართებით, აბსოლუტურად ყველას ყველაფერი ესმის, მაგრამ თუ ვინმეს უნდა განსხვავებული შედეგი დადგეს საქართველოში, თუ ვინმეს უნდა პირიქით, კონფრონტაცია, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, ის სხვა რამეს გააკეთებს, შეიძლება ეს საჯაროდ არ თქვას, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია ხაზგასმით ვთქვათ შემდეგი – ვინც ცდილობს ამ ქვეყანაში თუნდაც შიდა პოლიტიკური ვითარების არევას, მას აქვს ერთადერთი ინტერესი, ამ არეულობის შედეგი აუცილებლად იქნება ის სცენარი, რომელიც უკრაინაში განხორციელდა.

მე ღიად ვერ ვსაუბრობ რაღაც თემებთან დაკავშირებით. საზოგადოება უნდა დააკვირდეს იმ ძალებს, ვინც ცდილობს საქართველოში შიდა პოლიტიკური ვითარების დაძაბვას, ამ ე.წ. პოლარიზაციის გაღვივებას, თუ ვინმე აფინანსებს მაგალითად ექსტრემისტულ ძალებს, საზოგადოება ამ ყველაფერს უნდა დააკვირდეს და ამ ყველაფრის უკან ამოიკითხოს, რა შეიძლება იყოს რეალურად მიზანი. წარმოუდგენელია სხვანაირად, წარმოვიდგინოთ, რომ ხარ საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილი დასავლელი პოლიტიკოსი, ამ დროს რას გააკეთებ, შენ თუ მართლა კონფრონტაცია არ გინდა და თუ არ გინდა ის, რომ დაიძაბოს ვითარება ესკალაციის კუთხით, არ მივიდეს კონფლიქტამდე ვითარება, ასეთ დროს ხომ მაქსიმუმს გააკეთებ იმისთვის, რომ სიმშვიდე შენარჩუნდეს ქვეყნის შიგნითაც. ერთი ქვეყანა – უკრაინა არის უმძიმეს მდგომარეობაში რუსული სამხედრო აგრესიის გამო და ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ იქნებ სხვა ქვეყნებიც აარიდო ასეთ ბედს, განსაკუთრებით საქართველო, რომელიც ყველაზე მოწყვლადია ამ თვალსაზრისით, თავისი ოკუპირებული ტერიტორიებით და ყველაფრით, როცა ასეთ დროს იდგმება ნაბიჯები, რომლებიც თუნდაც შიდა პოლიტიკურ ასპარეზზე აღვივებს პოლარიზაციას, რადიკალიზმს და ა.შ. ეს ხომ აშკარად რაღაც მიზნებით არის ნაკარნახევი, ჩვენთვის ერთადერთი მიზანი, რაც შეიძლება იყოს ამ ყველაფრის უკან არის რა, არევას მივყავართ საბოლოო ჯამში უკრაინულ სცენარამდე, ამიტომ, საზოგადოება უნდა დააკვირდეს ამ ყველაფერს, ვინ ცდილობს რომ მხარი დაუჭიროს რადიკალურ ძალებს საქართველოში და ა.შ. ზედმეტად ღრმად ვერ ვისაუბრებ“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,783,972 ნახვა