უცხოური მედია

ადრე არასდროს გაჟღერებულა: “თქვენ თანასწორები ხართ თანასწორთა შორის”. ახლა ყველას ესმის და ამ ფაქტს დავადასტურებთ ჩვენი გამარჯვებით და ნატო-ში შევალთ

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ვილნიუსში ნატო-ს ორდღიანმა სამმიტმა გააქარწყლა ყოველგვარი ეჭვი და გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ს წევრი.

„ძალიან მნიშვნელოვანია: სამიტის ამ ორი დღის განმავლობაში წავშალეთ ყოველგვარი ეჭვი და გაურკვევლობა, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ში. იქნება! ადრე არასდროს არ გაჟღერებულა ნატო-ს სხვა წევრების მხრიდან სიტყვები : “თქვენ თანასწორები ხართ თანასწორთა შორის”. ახლა ყველას ესმის: ეს ფაქტია – თანასწორთა შორის თანასწორი. და ამ ფაქტს აუცილებლად დავადასტურებთ ჩვენი გამარჯვებით და ნატო-ში შევალთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთს ახლა არ აქვს შესაძლებლობა, ქვეყნებს ნატო-ში გაწევრიანებისთვის საკუთარი პირობები წაუყენოს.

„ოდესღაც რუსეთის ბატონებს ძალიან სურდათ ნატო-ს კართან საკუთარი ბარიერი ჰქონოდათ. ჩვენ დავტოვეთ ეს რუსული ამბიცია ევროპის ისტორიის ზღურბლზე – ჩვენი ერთიანობის გალავნის მიღმა ევროპაში და, უფრო ფართოდ, თავისუფალ მსოფლიოში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,784,316 ნახვა