პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა – პატივცემულო ევროპარლამენტარებო, ზაფხულია, დაისვენეთ, მიხედეთ თქვენს სახელმწიფოებს, კონცენტრირდით იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რაც აქვს ევროპას

ბატონებო, დაისვენეთ! ფუჭია თქვენი მიმართვები, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა, ირაკლი ზარქუამ ევროპარლამენტის წევრებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოში.

მისი  თქმით, სააკაშვილმა უნდა იკვებოს და საბოტაჟს შეეშვას.

„სასამართლომ დაადგინა, რომ პატიმარ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ აქვს და არ არის საფუძველი, მისი არათუ ქვეყნიდან, არამედ კლინიკაში გადაყვანის, ისევე, როგორც დაადგინა ერთ-ერთმა კვალიფიციურმა კლინიკამ, რომ არც მოწამლულია და არც არაფერი, უბრალოდ, ადამიანმა უნდა იკვებოს და შეეშვას საბოტაჟს. კიდევ ერთხელ მოგმართავთ პატივცემულო ევროპარლამენტარებო, ზაფხულია, დაისვენეთ, მიხედეთ თქვენს სახელმწიფოებს, სადაც ინფლაცია არის მაღალი, სადაც არის უამრავი გამოწვევა, კონცენტრირდით იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რაც აქვს ევროკავშირს, ევროპას. რაც პრობლემაც ქმნის, ეს არის რუსეთის აგრესია, ამაზე კონცენტრირდით. ქალბატონმა გიული (ალასანია) რა გადაიხადა ერთი ასეთი, რომ ვერ ეშვებიან. საფუძველი არ არის, რომ პატიმარი სააკაშვილი გადაყვანილი იყოს რომელიმე სახელმწიფოში კი არა, კლინიკიდან კლინიკაშიც“, – განაცხადა ზარქუამ.

მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო ევროპარლამენტარებისგან ბოდიშს ელოდება.

„თქვენი მცდელობებია, რომ ჩვენს ქვეყანას შეურაცხყოფა მიაყენოთ, მთელი პერიოდი, როცა რეზოლუციას იღებდით, რომ თურმე ვწამლავთ, ვკლავთ, მე თქვენგან ველოდები ბოდიშს, ისევე, როგორც მთელი სახელმწიფო ელოდება თქვენგან ბოდიშის მოხდას იმ რეზოლუციების გამო, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიიღეთ. ეს იქნება სამართლიანი და შემდეგ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ“, – განაცხადა ზარქუამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,783,915 ნახვა