პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე- ჩვენ გვაქვს სწორი, პრაგმატული პოლიტიკა და სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია, რომ საქართველო მაქსიმუმს ახერხებს იმ ურთულეს ვითარებაში, რომელიც არის შექმნილი ჩვენს გარშემო

„ჩვენ მივყვებით ჩვენ პოლიტიკას. ყველა მხრიდან გვაქვს უამრავი სირთულე, ეს ასეა, მაგრამ იცით, რომ ჩვენ გვაქვს სწორი, პრაგმატული პოლიტიკა და მივყვებით თავიდან ბოლომდე ამ პოლიტიკას“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ მიუხედავად სერიოზული გამოწვევებისა, საქართველოს ხელისუფლება ახერხებს ამ გამოწვევებთან სათანადოდ გამკლავებას.

„ჩვენ მივყვებით ჩვენ პოლიტიკას. ყველა მხრიდან გვაქვს უამრავი სირთულე, ეს ასეა, მაგრამ იცით, რომ ჩვენ გვაქვს სწორი, პრაგმატული პოლიტიკა და მივყვებით თავიდან ბოლომდე ამ პოლიტიკას და სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ საქართველო მაქსიმუმს ახერხებს იმ ურთულეს ვითარებაში, რომელიც არის შექმნილი ჩვენს გარშემო. რა თქმა უნდა ძალიან სერიოზული გამოწვევები არის, თუმცა, ჩვენ ვახერხებთ ამ გამოწვევებთან სათანადოდ გამკლავებას. დღემდე ასეა და ასე იქნება მომავალშიც“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,782,973 ნახვა