პოლიტიკა

უკრაინის რადამ დაამტკიცა მიმართვა, რომელიც სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

უკრაინის უმაღლესი რადა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს ჰუმანიტარული აქტის განხორციელებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მიმართავს.

უკრაინის სახალხო დეპუტატის, იაროსლავ ჟელეზნიაკის განცხადებით, შესაბამისი მიმართვის მიღებას მხარი 285-მა დეპუტატმა დაუჭირა.

რეზოლუციის ტექსტში მითითებულია, რომ მისი მიღება გამოწვეულია სააკაშვილის ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობით და მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების აუცილებლობით. ამიტომ, პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, რომ უზენაესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარს, დიმიტრი ლუბინეცს მიეცა სააკაშვილთან წვდომის საშუალება.

უმაღლესი რადა ზურაბიშვილს ასევე მიმართავს მიხეილ სააკაშვილის მძიმე ფიზიკური მდგომარეობის გამო, „ჰუმანიტარული აქტის განხორციელების და შეწყალების“ მოთხოვნით.

გარდა ამისა, რადა მოუწოდებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები და რეზოლუციები საქართველოს პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალების აუცილებლობის შესახებ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,782,990 ნახვა