საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ მეგობრულ დამოკიდებულებას უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ჩვენი მხრიდან დარჩება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმი

სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ მეგობრულ დამოკიდებულებას უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ჩვენი მხრიდან დარჩება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„სამწუხაროდ, აქაც ვხედავთ, რომ არის ჩვენი ქვეყნის საქმეში არასწორი მიმართულებით ჩარევის მცდელობა, რაც უბრალოდ არასწორია. ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი ურთიერთობები. სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ მეგობრულ დამოკიდებულებას უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ჩვენი მხრიდან დარჩება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმი“, – აცხადებს კობახიძე.

უკრაინის რადამ მიიღო დადგენილება, რომელშიც მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,783,068 ნახვა