პოსტები სოციალური ქსელიდან

ნინო ფოჩხუა გახარიას პარტიაზე: თავად „ნაცებს“ ჩაუწვნენ საწოლებში და ხელს სხვისკენ იშვერენ

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, პარტია “საქართველოსთვის” წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებას ეხმიანება, სადაც მან “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” ალიანსზე ისაუბრა.

ფოჩხუას თქმით, ბუჩუკურს არ უნდა დაავიწყდეს, რომ სწორედ მისი პარტიაა „ნაციონალურ მოძრაობასთან”ალიანსში რამდენიმე ქალაქში.

„გახარიას გოგოს, ანას მინდა შევახსენო, რომ როდესაც ახსენებს სიტყვა “ნაც-ქოცურს”, არ დაავიწყდეს რომ მისი, ანუ გახარიას პარტია დღეს ალიანსში და კოალიციაშია ნაცმოძრაობასთან შემდეგ ქალაქებში: რუსთავი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ… ამიტომ არ უნდა გავატაროთ ეს უტიფრობა არასოდეს, თავად ნაცებს ჩაუწვნენ საწოლებში და ხელს სხვისკენ იშვერენ“, – წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,783,881 ნახვა