პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები ქვემო ქართლის რეგიონში დასრულდა

რუსთავში, გარდაბანში, წალკაში, თეთრიწყაროში, ბოლნისში, მარნეულსა და დმანისში ჩატარებულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.

• „ქართული ოცნების“ დმანისის ორგანიზაციას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი უხელმძღვანელებს;

• ბოლნისის ორგანიზაციას – ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი;

• მარნეულის ორგანიზაციას – მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე;

• წალკის ორგანიზაციას – წალკის მუნიციპალიტეტის მერი, ილია საბაძე;

• თეთრიწყაროს ორგანიზაციას – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური;

• რუსთავის ორგანიზაციას – რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი, ნინო ლაცაბიძე;

• გარდაბნის ორგანიზაციას – გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კარგარეთელი.

“ქართული ოცნების” პარტიული კონფერენციები უკვე ჩატარდა თბილისში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,782,938 ნახვა