პოლიტიკა

აშშ-ს ელჩს რა არ აქვს წაკითხული, რაც გამოქვეყნებულია თავის სახელმწიფოში მოქმედი კანონით?

აშშ-ის ელჩს რა არ აქვს წაკითხული, რაც გამოქვეყნებულია თავის სახელმწიფოში მოქმედი კანონით? დოკუმენტმა ფარდა ახადა იმ ლობისტურ საქმიანობას, ეს როგორ არ აქვს წაკითხული, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას.

კერძოდ, დეგნანმა აღნიშნა, რომ არ უნახავს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტები, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილის ლობისტების საქმიანობაზეა საუბარი.

„რა არ აქვს წაკითხული, რაც გამოქვეყნებულია თავის სახელმწიფოში მოქმედი კანონით? დოკუმენტებმა ფარდა ახადეს იმ ლობისტურ საქმიანობას. ეს როგორ არ აქვს წაკითხული, რომელიც პირდაპირ, ერთი-ერთში ეხება პატიმარ სააკაშვილს, მის დაფინანსებულ კამპანიას და, ამ კამპანიის შედეგად, შემდეგ უკვე ევროპარლამენტარებისა თუ სენატორების განცხადებებს, რაც ეხება ჩემს ქვეყანას, სადაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შავი პიარი ხორციელდებოდა. ამაზე რეაგირება ისე, რომ იცი რა, წაკითხული არ მაქვს და არ ვიცი, რაზეა საუბარი, ძალიან სამწუხაროა.

იცით, რომ ახალი ელჩი დაინიშნება და ეს ბოლო დღეებია ქალბატონი დეგნანი საქართველოში, ვწუხვარ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მან საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები წინ ვერ წასწია, რბილად რომ ვთქვათ, რადგან წლებია, საქართველო დამსახურებულად ითხოვს, მათ შორის გამარტივებულ მიმოსვლას აშშ-თან, რადგან ის ჩვენი მთავარი პარტნიორია, თავისუფალ ვაჭრობას, როგორც ეს ევროკავშირთან გვაქვს, სამწუხაროდ, არ არის, ასევე პირდაპირ რეისებს. მგონია, შეეძლო, მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა ამ მიმართულებით. მისი განცხადებებით კი, მრჩება შთაბეჭდილება, პირიქით, ხელი შეუწყო პოლარიზაციას და ეს ძალიან სამწუხაროა. დარწმუნებული ვარ, ახალ ელჩთან ახალი შემართებით შევძლებთ საერთო, საქართველოს ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის წარმართვას და კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდებით ახალი ელჩის პირობებში აშშ-სა და ევროატლანტიკურ სივრცეს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,788,421 ნახვა