პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი- უბრალოდ წარმოუდგენელი და დაუჯერებელია ელჩმა არ იცოდეს ის, რაც ეწერა FARA-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში, ამას ვერავინ დაიჯერებს საქართველოში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტზე საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის კომენტარი შეაფასა და აღნიშნა, რომ მას ეჭვი ეპარება ელჩის სიტყვებში და დაუჯერებელია არ იცოდეს ის, რაც ეწერა FARA-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში.

„თუ ნებას დამრთავენ, მე ამ სიტყვებში ეჭვს შევიტან. იმდენად ამაზრზენი და საშინელი იყო ის, რაც გამოქვეყნდა და ბედის ირონია რაში მდგომარეობს იცით?- ისევ ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა და კოლეგებმა გამოაქვეყნეს ეს ყველაფერი. მე ძალიან ეჭვი მეპარება ამ ქვეყანაში, აშშ-ს ელჩს არ ჰქონდეს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. რამდენადაც ვიცნობ ამ ქვეყნის მოქმედების სტილს, მანერას, იმ პოლიტიკას, რომელსაც ის რეგიონში და საქართველოში ახორციელებს, უბრალოდ წარმოუდგენელი და დაუჯერებელია ელჩმა არ იცოდეს ის, რაც ეწერა FARA-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში. ამას ვერავინ დაიჯერებს საქართველოში”,- აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,788,948 ნახვა