პოლიტიკა

ვლადიმერ ზელენსკი: ყირიმის ხიდი მტრის ობიექტია, რომელიც ნეიტრალიზებული უნდა იქნას

ყირიმის ხიდი სამიზნეა, რომელიც ნეიტრალიზებული უნდა იქნას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე ვიდეოჩართვით გამოსვლისას განაცხადა.

„მიზანია მთელი ყირიმის დაბრუნება, ვინაიდან ეს ჩვენი სუვერენული ტერიტორიაა. ქერჩის ხიდი რამე პატარა ლოჯისტიკური გზა არაა. ის საბრძოლო მასალის მიწოდებისთვისა და ყირიმის მილიტარიზაციისთვის გამოიყენება.

ჩვენთვის გასაგებია, რომ ეს მტრის ობიექტია, რომელიც საერთაშორისო სამართლის ფარგლებს მიღმა აშენდა, ამიტომ გასაგებია, რომ ეს ჩვენი სამიზნეა და ნებისმიერი სამიზნე, რომელსაც ომი მოაქვს და არა მშვიდობა, ნეიტრალიზებული უნდა იქნას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,788,400 ნახვა