პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ერთ-ერთ ოპოზიციურ არხზე გასულ სიუჟეტზე: ათენებენ და აღამებენ რეესტრის საიტზე, სულ წამებში აქვთ დათვლილი, როდის, რომელ საათზე გაასხვისა ივანიშვილების ოჯახმა საკუთარი ქონება

ბიძინა ივანიშვილის ქონების დევნას, თვლასა და რჩევების მიცემაში თუ სად და როგორ განათავსოს თავისი ქონება, ბლექ-ნოდარას და მისი “გამომძიებელ ჟუუუურნალისტთა” ჯგუფის ახალგაზრდული წლები გავიდა, დაბერდნენ თვალსა და ხელს შუა, – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა “ნოდარ მელაძის შაბათის” ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც საუბარია ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის ქონების გარეშე დატოვების შესახებ.

ფოჩხუას თქმით, ოპოზიციური არხების ჟურნალისტები ჩასაფრებულები არიან თუ როდის გაასხვისებს ივანიშვილი საკუთარ ქონებას.

“ბიძინა ივანიშვილის ქონების დევნას, თვლასა და რჩევების მიცემაში თუ სად და როგორ განათავსოს თავისი ქონება, ბლექ-ნოდარას და მისი “გამომძიებელ ჟუუუურნალისტთა” ჯგუფის ახალგაზრდული წლები გავიდა, დაბერდნენ თვალსა და ხელს შუა. ე.ი. წარმოიდგინეთ, ათენებენ და აღამებენ რეესტრის საიტზე, სულ წამებში აქვთ დათვლილი, როდის, რომელ საათზე გაასხვისა ივანიშვილების ოჯახმა საკუთარი ქონება. რა საცოდავები არიან, როგორი მძიმე სამუშაო აქვთ ესეც ივანიშვილების კართან ატუზული უკვე დაბერებული (რეალტვ-ში ფეხადგმული) ბლექ-ნოდარას ჟუუურნალისტი” – წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,786,481 ნახვა