უცხოური მედია

მასაჩუსეტსში ობამას ოჯახის პირადი მზარეული დაიხრჩო

აშშ-ს ექსპრეზიდენტის, ბარაკ ობამას ოჯახის პირადი მზარეული პადლბორდით ცურვისას დაიხრჩო . შემთხვევა მართას-ვინიარდზე, ობამას სახლთან ახლოს მოხდა. ინფორმაციას APNews ავრცელებს.

მასაჩუსეტსის შტატის პოლიცია ადასტურებს, რომ 43 წლის ტაფარ კემპბელის ცხედარი 24 ივნისს, წყალში იპოვეს.

კემპბელი ობამასთან მუშაობდა და კუნძულ მართას-ვინიარდს მათთან ერთად სტუმრობდა. უბედური შემთხვევის დროს, თავად ობამა სახლში არ იმყოფებოდა.

ექსპრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ, მიშელ ობამამ განცხადება გაავრცელეს და მომხდარის გამო ღრმა სინანული გამოთქვეს. მათი თქმით, კემპბელი მათი ოჯახის უსაყვარლესი წევრი იყო.

„როდესაც თეთრი სახლიდან წამოვედით, ვთხოვეთ ტაფარს, ჩვენთან ყოფილიყო და ისიც დაგვთანხმდა. მან ჩვენი ცხოვრება გაალამაზა და ოდნავ უფრო კაშკაშა გახადა. მას შემდეგ ჩვენი ცხოვრები ნაწილი იყო. მისი წასვლით გულგატეხილები ვართ“,-ნათქვამია განცხადებაში.

მზარეულის ძებნა 23 ივლისს დაიწყეს მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა თვითმხილველმა განაცხადა, რომ დაინახა, როგორ ფართხალებდა კემპბელი წყალზე, შემდეგ კი, ჩაიძირა და აღარ ამოუყვინთავს. ცხედარი 24 ივლისს, ნაპირიდან 30 მეტრში იპოვეს. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,788,705 ნახვა