უცხოური მედია

ზელენსკი ოდესიდან: ვეძებთ საჰაერო თავდაცვის სისტემებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირერ ზელენსკი რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებულ ოდესის ფერისცვალების ტაძარს ეწვია და განაცხადა, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები სჭირდება.

„აქ, ფერისცვალების ტაძარში, რომლის დანგრევაც რუსეთმა სცადა, იგრძნობა, რომ ჩვენი ხალხი, ჩვენი სული უფრო ძლიერია, ვიდრე რუსული ტერორი. ჩვენ ვეძებთ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რათა დავიცვათ ოდესა, მთელი ჩვენი სამხრეთი. მადლობას ვუხდი მსოფლიოში ყველას, ვინც უკვე შეუერთდა ამ საქმეს ჩვენთან ერთად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, ოდესის ფერისცვალების ტაძარი, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, რადენიმე დღის წინ რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა. ზელენსკის განცხადებით, ტაძრის აღდგენის შესაძლებლობის შესაფასებლად არქიტექტურის ექსპერტები მუშაობენ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,788,717 ნახვა