პოსტები სოციალური ქსელიდან

გადავიხდი 5000 დოლარს ვინც რეალურ ინფორმაციას მომაწოდებს ჩემი 12 წლის შვილის მკვლელის კვალზე გასასვლელად – დიდ დიღომში მოკლული ანას დედა

დიდ დიღომში მოკლული 12 წლის ანა იანუშაიტიტეს დედა, ნატო ხუტაშვილი, „ფეისბუკზე“ წერს, რომ შვილის მკვლელის კვალზე გასასვლელად ინფორმაციისთვის 5 000 დოლარს გადაიხდის.

„გადავიხდი 5000 დოლარს ვინც რეალურ ინფორმაციას მომაწოდებს ჩემი 12 წლის შვილის მკვლელის კვალზე გასასვლელად. ანონიმურობა დაცული იქნება სრულად“, – წერს გარდაცვლილი გოგონას დედა.

ცნობისთვის, 17 მარტს, დიდ დიღომში, 12 წლის ანა იანუშაიტიტე სახლთან ახლოს გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნით, გოგონას სხეულზე 40-მდე დაზიანება მიაყენეს. გარდაცვლილი გოგოს დედა აცხადებდა, რომ მისი შვილი მოკლულია და ეფექტურ გამოძიებას მოითხოვდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,788,723 ნახვა