Uncategorized საგარეო პოლიტიკა

„რუსეთს ისევე ვენდობი, როგორც დასავლეთს“ – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

„როგორი სანდოც დასავლეთია, ისეთივე სანდოა რუსეთი“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა PBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა – სექტემბრის დასაწყისში ვლადიმერ პუტინთან თქვენი შეხვედრის შემდეგ ის არ დათანხმდა მარცვლეულის შეთანხმების განახლებას, რატომ ჩაიშალა [მოლაპარაკება]? 

„ჩვენ ეს ვთხოვეთ და მან გვითხრა, რომ კიდევ 1 მილიონი ტონა [უკრაინული] მარცვლეულის გატანას დაუშვებდა. მან თქვა, რომ ეს მალე მოხდებოდა. ჩვენ თვალს ვადევნებთ მოვლენების განვითარებას“, – უპასუხა ერდოღანმა.

ხოლო კითხვაზე, ენდობა თუ არა პუტინის დაპირებას, თურქეთის პრეზიდენტმა თქვა:

„მიზეზი არ მაქვს, რომ მათ არ ვენდო. როგორი სანდოც დასავლეთია, ისეთივე სანდოა რუსეთი. ბოლო 50 წლის განმავლობაში ევროკავშირი გვაიძულებდა მის კართან გვეცადა. ახლა, რუსეთს იმაზე ნაკლებად არ ვენდობი, ვიდრე დასავლეთს“, – განაცხადა ერდოღანმა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,788,936 ნახვა