პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის წარმომადგენლებზე: მთლად ასეთ გიჟურ არგუმენტებსაც არ ველოდი, მმართველობის ფორმა დააყენეს ეჭვქვეშ

პრეზიდენტის წარმომადგენელმა, კონკრეტული შედეგისთვის არ მიდიოდა, ისე, უბრალოდ წავიდა, ამიტომ 52-ე კი არა, 49-ე მუხლის მესამე ნაწილით იხელმძღვანელა და წავიდაო…,ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადებას.

მდინარაძის თქმით, იგივე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სახელმწიფოს მეთაურია და მათი ლოგიკით, შეუძლია მართოს ქვეყანა.

„მეორე ნაწილის მიხედვით თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალია – მათი ლოგიკით თავდაცვის სამინისტრომ და ჯარმა მისი მითითებები უნდა შეასრულოს.

საპრეზიდენტო მმართველობა გვქონია და არ ვიცოდით.

სტატუსის მუხლია ეგ, სტატუსის, უფლებამოსილების 52-ე მუხლია.

მთლად ასეთ გიჟურ არგუმენტებსაც არ ველოდი, მმართველობის ფორმა დააყენეს ეჭვქვეშ .

არა რუსულ მოდელს, ვითხოვთ საპარლამენტო მმართველობას“,-წერს მამუკა მდინარაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,786,510 ნახვა